რეზონანსი
(24.04.2024)

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, პოლიციელებზე თავდასხმის და ნივთის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისის მიერ საპატიმროს დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მეტრეველის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გრიგორიადისის შეწყალებამ სხვები არ უნდა წაახალისოს, ვინაიდან, რამდენიმე თვეში საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მსგავს კრიმინალებს აღარასდროს შეიწყალებს.

„ვინც პოლიციელების დამწველი ლაზარე გრიგორიადისის გამოშვებით წახალისდით და აჟიტირდით, გირჩევთ ასჯერ დაფიქრდეთ სანამ რაიმეს დააპირებთ. რამდენიმე თვეში საქართველოს ეყოლება ნორმალური პრეზიდენტი, რომელიც ლაზარეს მსგავს კრიმინალებს არასდროს აღარ შეიწყალებს", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე