რეზონანსი
(24.04.2024)

ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები, ცხადად ამბობენ, რომ წარდგენილი კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობაა.

„საქართველოს ყველა საერთაშორისო მეგობარი, ეს იქნება აშშ-ის თუ ევროკავშირის სხვადასხვა ორგანოები, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისია თუ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები, ცხადად ამბობენ, რომ რუსული კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინაღობაა. სწორედ ამიტომ ისინი ივანიშვილს მოუწოდებენ, რომ რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიოს და საქართველოს მოქალაქეების ნება გაითვალისწინოს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ევროპული არჩევანი დაიცვან. ამიტომ, ევროპარლამენტის მხრიდან ამგვარი მკაცრი ოფციების განხილვა, მათ შორის შესაძლებელია პერსონალური სანქციების განხილვის დაწყებაც კი, ბუნებრივია, გასაკვირი ვერ იქნება, რადგან ქართველ ხალხთან და იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მხარდამხარ ყოველდღე რუსთაველზე დგანან, საქართველოს ევროპელი მეგობრები ცდილობენ, საქართველოს ევროპული მომავალი გადაარჩინონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე