რეზონანსი
(23.04.2024)

რატომ დააბრალეს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო მიწის მისაკუთრება? საუბარია „ნეტგაზეთისა" და „ბათუმელების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე, 1 ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა.

„ნეტგაზეთმა" გავრცელებულ დეზინფორმაციას შეცდომა უწოდა, განმარტებაში კი აღნიშნა, რომ „შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციებზე და საჯარო რეესტრის ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით დარჩათ „შთაბეჭდილება", რომ მან სახელმწიფოს კუთვნილი მიწა 1 ლარად დაირეგისტრირა. ეს შთაბეჭდილება კი ოპოზიციისთვის კარგ საბაბად იქცა. ტყუილის გამოვლენა მათთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე