რეზონანსი
(20.04.2024)

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ორბელიანების სასახლისკენ მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთან შეხვედრის მზადყოფნა სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც არის.

მათივე თქმით, პრეზიდენტს დაუფიქსირებენ პატივისცემას მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ.

თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე