რეზონანსი
(20.04.2024)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება ოპოზიციას არ სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის.

„ოპოზიციას საკუთარი აზრი არ გააჩნია. ოპოზიციის ყველა განცხადება არის ის, რომ არანაირ დისკუსიაში არ შემოვლენ. მათი ასეთი განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არგუმენტები არ გააჩნიათ. მათი პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, თუ საზღვარგარეთიდან გზავნილი შეიცვლება.

ამ კანონის გარშემო სულ სხვა ვნებათაღელვაა ატეხილი და რეალურად, ამ კანონის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ის გამჭვირვალეს ხდის საქართველოში ძალიან ბევრ პროცესს, მათ შორის პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროცესს. ამიტომ არის, რომ ოპოზიციას არ უნდა პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ღია იყოს", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის" ეთერში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე