რეზონანსი
(20.04.2024)

ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ასევე ეჭვქვეშ აყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზანშეწონილობას, - Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მსოფლიოში თითქმის არ მოიძებნება ქვეყნის ლიდერი, რომელსაც სჯერა, რომ ამ ომს რუსეთისთვის რაიმე აზრი აქვს. ეს ეხება მათ შორის რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებსაც", - განაცხადა შოლცმა.

რამდენიმე დღის წინ პეკინში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შოლცმა ჩინურ მხარესთან უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი, კლიმატის ცვლილების საკითხები და გერმანია-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე