რეზონანსი
(19.04.2024)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში მემარჯვენე კონსერვატორების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები „ომის ლოგიკის" გამოყენებაში დაადანაშაულა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მმართველობის გარეშე უნგრეთი უკვე ომში ბოლომდე იქნებოდა ჩაფლული, მაშინ როცა „ომის მომხრე მთავრობა, ბრიუსელის ბიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატების ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნის ომის მომხრე მემარცხენეებს ბუდაპეშტში".

როგორც მედია წერს, ორბანი უნგრეთს უწინასწარმეტყველებს „კიდევ მეტ უსიამოვნებას", რადგან ბრიუსელში დღეს „არსებობს ომის მომხრე უმრავლესობა", ევროპაში „საომარი განწყობა ჭარბობს" და პოლიტიკაში „დომინირებს ომის ლოგიკა".

„ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის ჯარების გაგზავნისგან, ეს არის სამხედრო ქარიშხალი, ბრიუსელი ცეცხლთან თამაშობს, ღმერთის გამოცდაა, რასაც ბრიუსელი აკეთებს", - განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელებმა იციან, რა არის ომი და ამჟამინდელი ომი „მათი ომი" არ არის. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომში უნგრეთი არ შევა არცერთი მხარის გვერდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე