რეზონანსი
(18.04.2024)

რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, გზა გადაიკეტა.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ „ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: "საქართველო, საქართველო!", "არა რუსულ კანონს!".

შეკრებილები ფიქრობენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ ცნობადობა უნდა გაიზარდოს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ის.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "დაფიონია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე