რეზონანსი
(18.04.2024)

პრეზიდენტი ვეტოს იქნევს ხმალივით მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ „გამჭვირვალობის კანონს" არაფერი სცხია რუსული.

„სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ამ კანონის პროექტს აბსოლუტურად არაფერი სცხია რუსული არც შინაარსით, არც პათოსითა და არც ორიენტირებით. ისტერიკით ცდილობს გადაფაროს რეალობა და ისტერიკის ერთ-ერთი საშუალება განცხადებებისა და საერთაშორისო დონეზე ტყუილების მიწოდების გარდა, არის ვეტო. ვეტოს იქნევს ხმალივით მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე