რეზონანსი
(16.04.2024)

შეშფოთებულები ვართ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად და წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია.

"პირველ რიგში, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად. არ ვფიქრობ, რომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას, ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლებას," - განაცხადა მეთიუ მილერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე