რეზონანსი
(16.04.2024)

ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის" დეპუტატს დევი ჭანკოტაძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მისი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანონ „გამჭვირვალობის კანონი", ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს, ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.

„როგორი ჯალათობრივი რჩევაა. ფაზლი შედგა: 1) USAID-ის მიერ ჩამოყვანილი „ბავშვთა ონკოლოგიის" სერბი სპეციალისტები: ახალგაზრდებში გამოწვეული მსხევრპლი რეზონანსულია, თანაც ადვილად განხორციელებადი - ისინი ხომ ვერ აზღვევენ საფრთხეების რისკებს, 2) "პროფესორი" ლევან ბერძენიშვილი: დაკავებები და დაპატიმრება - გუშინდელი დღეა, სისხლისღვრის ჟამი დგება და 3) "გენერალი" ჭანკოტაძე - ერთი ადამიანის სიკვდილიც კი, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას.

ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი - ვანო „ორიტრუპი" მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი - მიხეილ "მუმია" სააკაშვილი, მთავარ როლებში - ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები. ამ გეგმების ჩამშლელი: ქართველი ხალხი, მოქმედი ხელისუფლება და მართლწესრიგის ორგანოები. არა რუსულ რეპრესიებს! არა ნეოტროცკისტებს!" - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე