რეზონანსი
(16.04.2024)

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.

„ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ რათა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რას ნიშნავს ჩვენი ამჟამინდელი ნეიტრალური სტატუსი, რა ალტერნატივები არსებობს. რთული და დამღლელი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ დავამსხვრიოთ რუსული პროპაგანდის ეს კედელი, რომელმაც ნატოსგან ბუა შექმნა და რომელიც ნატოსა და ევროკავშირს ყველა ბოროტების სათავედ წარმოაჩენს. საჭიროა ხანგრძლივი საჯარო დებატები და დისკუსია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული მხარდაჭერა და მოხდეს ჩვენი ნეიტრალური სტატუსის გადახედვა", - აღნიშნა მიჰაი პოპშოიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე