რეზონანსი
(16.04.2024)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რათა წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის შემოჭრას - ასეთ პირობებში კი ოკუპანტები ყოველდღიურად უკრაინულ ჯარს უკან დახევენ.

„გულწრფელად გეუბნებით, მოკავშირეების, კერძოდ, აშშ-ის დახმარების გარეშე გამარჯვების შანსები არ გვექნება. ჩვენ მტერზე გაცილებით ძლიერები უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენს ერთ საარტილერიო ჭურვზე მტრის 10 ჭურვი მოდის. შეგვიძლია, ასეთ პირობებში ვიდგეთ? არა. თვითმფრინავების შეფარდება ერთი 30-თანაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და არც 300-500 თვითმფრინავს. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს! ამ სტატისტიკით ისინი ყოველდღე ჩვენ უკან დაგვხევენ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა აკონტროლებს, საჭიროა, რომ 10 რუსული ჭურვის პირისპირ უკრაინას ასევე 10 ჭურვი ჰქონდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე