რეზონანსი
(15.04.2024)

პარტია “ახალის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის შედეგების კრიტიკას. მელია ამტკიცებს, რომ ISSA-ს გამოკითხვის შედეგები ემთხვევა “ედისონ რისერჩის“ შედეგებს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონაცემებს მალავს.

“დამწკრივდნენ და დაიწყეს "ედისონ რისერჩის", "ფორმულას" მიერ დაკვეთილი და თითქმის 1 თვის წინ ჩატარებული, ჯერ არ გამოცხადებული კვლევის წინასწარ დაგმობაც, რომელსაც 2017 წლიდან სიამაყით აზიარებდნენ. სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა...

არც სიმართლის თქმაა ხომ როდისმე უდროო, სიმართლის დამალვისგან განსხვავებით (რასაც, სამწუხაროდ, "ტვ ფორმულა" აკეთებს 3 კვირაა, რუსულ კანონამდე ბევრად ადრე დაამთავრეს კვლევა,რომლის შედეგებიც პრაქტიკულად იდენტურია იმასთან, რაც გუშინ ვნახეთ. ე.ი. "ედისონის" შედეგებიც იციან და მაინც ყალბ ომს მართავენ იაგოს კვლევის წინააღდმეგ )... სწორედ სიმართლითა და ღირსებით ბრძოლით შევძლებთ მომავლის არდათმობას...

ბოდიში თქვენთან თუ მერაბიშვილ/კეზერაშვილთან ერთობა, "ოცნების" წისქვილზე დასხმა მგონია“, - წერს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე