რეზონანსი
(15.04.2024)

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, სვიმონ ჯანგულაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გასამართლდეს, როგორც ეს მოხდა გერმანიაში, ნიურნბერგის პროცესზე.

„როდესაც ეს ძალა არ იქნება მედიაში, ხელისუფლებაში და ამ ძალას არ ექნება რეალური გავლენა ჩვენზე, მერე ასეთ მეორეხარისხოვან საკითხებზე, როგორიც არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ასეთი წივილ-კივილი არ იქნება“, - აღნიშნა ჯანგულაშვილმა.

იგი გამოეხმაურა ასევე განცხადებებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მისამართით ისმოდა.

„ნუ ამბობთ ამ ხალხზე უნიჭოს. ისინი ძალიან ნიჭიერები და მნიშვნელოვანი ხელოვანები არიან. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და მათი ხელოვნებით უნდა დავტკბეთ, მაგრამ მე ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ამ კანონში არის ორი მომენტი: ერთი მომენტი არის გამჭვირვალობის, მერე - ტერმინოლოგიური. არ მომწონს ეს უცხო ქვეყნის გავლენის რაღაც ხომ? იბრძოლე ამისთვის, რომ ეს ტერმინი შეიცვალოს. მე თუ უნდა შევავსო დეკლარაცია, ლომჯარიამ, ხოშტარიამ, გიგაურმა და ვიღაცამ რატომ არ უნდა შეავსოს? მითხარით!“ - დასძინა ჯანგულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე