რეზონანსი
(06.04.2024)

„ჰამასის" განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპისთვის კაიროში დელეგაციას გაგზავნის.

„ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს, თუმცა კაიროში 7 აპრილს გასამართი მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გაგზავნის, რომელსაც „ჰამასის" ლიდერის მოადგილე, ხალილ ალ-ჰაია უხელმძღვანელებს.

„მოთხოვნებია: ცეცხლის სრული შეწყვეტა, ღაზის სექტორიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, გადაადგილების თავისუფლება, მათი ჰუმანიტარული დახმარებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფა და მძევლების გაცვლის სერიოზული შეთანხმება", - ნათქვამია „ჰამასის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე