რეზონანსი
(06.04.2024)

ეს არ იქნება მსჯელობა მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ეს იქნება მსჯელობა იმ საშიშროებებსა და გამოწვევებზე, რომელიც ევროპას გააჩნია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ირაკლი კობახიძესა და ოლაფ შოლცს შორის დაგეგმილ შეხვედრას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, ქვეყანა ყველა მიმართულებით სამშვიდობოს გაიყვანოს.

„ევროპის მოწინავე ქვეყნებთან ურთიერთობები რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობისაა და გერმანია არის ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში. ეს არ იქნება მსჯელობა მხოლოდ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს იქნება მსჯელობა იმ საშიშროებებსა და გამოწვევებზე, რომელიც ევროპას გააჩნია. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ როგორმე სამშვიდობოს გავიყვანოთ საქართველო, ყველაფერი რაც უკავშირდება დაფინანსების გამჭვირვალობას, ლგბტ პროპაგანდას, ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას", - აღნიშნა ვოლსკიმ.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე