რეზონანსი
(06.04.2024)

დღეს კიდევ შეცვლილია რეალობა, რადგან რამდენიმე წლის წინ „ენჯეო" სექტორის, ევროკავშირის წარმომადგენლის, ან კონგრესმენის გაკრიტიკება სრულიად წარმოუდგენელი იყო და საპასუხოდ პირდაპირი შეტევა იწყებოდა, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საზოგადოება მუდამ მზად უნდა იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

„ჩვენი, „ხალხის ძალის" მიზანია კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ უცხოურ ძალებთან დაკავშირებული რეალობა. საქართველოს მოქალაქეებს კი მოვუწოდებ - სულ მზად ვიყოთ ბრძოლისთვის. შენი სამშობლოს, ეროვნულობის, სუვერენიტეტის განცდა თუ გაქვს, მისი დაცვაა ბრძოლა - მტერი ყოველთვის ტანკით და იარაღით კი არ მოდის", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე