რეზონანსი
(05.04.2024)

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შარშანდელ „უცხოური აგენტების" კანონპროექტს ეფუძნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის.

„კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოცილების რისკს ქმნის. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე