რეზონანსი
(05.04.2024)

ჩვენ ვუდასტურებთ პატივისცემას ჩვენს პარტნიორებს და ისინი ნუ გაგვაკრიტიკებენ იმაზე, რასაც თავად აკეთებენ, მარტივი პირობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი თავიდან იმიტომ დააინიცირეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ შეასრულეს პირობა ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„ისედაც გამჭვირვალეაო, რომ ამბობდნენ, ეს აღმოჩნდა ტყუილი. ეს ასე რომ იყოს, მაშინ დეკლარაციის შედგენას წინ არაფერი უდგას, რუსულს არ დაარქმევდნენ. ვეღარც არქმევენ ახლა, არიან პანიკაში და ამიტომაა, რომ რეკავენ სხვადასხვა ქვეყანაში - მანდედან თუ არ დაგვეხმარეთ ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ ქუჩაშიო. შესაბამისად, უნდა შეეგუოს ყველა, გველაპარაკონ თანასწორად, ჩვენ ვუდასტურებთ პატივისცემას ჩვენს პარტნიორებს და ისინი ნუ გაგვაკრიტიკებენ იმაზე, რასაც თავად აკეთებენ, მარტივი პირობაა. იმიტომ შემოვატრიალეთ კანონი, რომ მათი პირობა, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა, არ სრულდება", - განაცხადა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე