რეზონანსი
(05.04.2024)

ზუგდიდში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში, მოხდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ჯერჯერობით მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე