რეზონანსი
(05.04.2024)

ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც სხვადასხვა სახის საფრთხეები ყველა მხრიდან არის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, თუ რა ფულის შემოდის და რაზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან უპასუხა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? ის რასაც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აკეთებს ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, ჩვენც იგივე მიდგომა რომ გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? ჩვენ რაიმე სხვა დონის ადამიანები ვართ, სხვა ქვეყნებთან შედარებით? ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდან არის სხვადასხვა სახის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ, თუ რა ფულის შემოდის და რაზე იხარჯება. მათ ერთადერთი ხაზი აქვთ - ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არცერთი არგუმენტი, ამტკიცებენ იმას, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და თუ ასეა, რატომ არის ყველაფერი გაუმჭვირვალე?", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე