რეზონანსი
(05.04.2024)

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების" მიერ გამჭვირვალობის კანონის ინიციირების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მმართველ გუნდს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, კანონი არ მიიღოს.

მისივე თქმით, არასამთავრობოების მთავარი საზრუნავია თანხების გადამალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციის წელიწადში ერთხელ შევსება მათთვის პრობლემა არ იქნებოდა.

„ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და შშმ პირებს კი არა, ვის არ გამოიყენებენ! ამ მავნებელ გრანტიჭამიებს, გამჭვირვალობის კანონი არც წაკითხული აქვთ და არც ანაღვლებთ. მათთვის მთავარი თანხების დამალვა-მოტეხაა, თორემ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ან რა პრობლემა უნდა იყოს ან რა არის ამაში რუსული?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტს და მიაჩნიათ, რომ კანონის მიღება დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საფრთხის შემცველია თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე