რეზონანსი
(04.04.2024)

როგორც ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში

ბურჭულაძის თქმით, ის დღევანდელ შეკრებაზე არა მხოლოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად მივიდა, არამედ ის მომხრეა ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე შემოწმდეს.

"ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მარტო ისე კი არ უნდა დაანონსდეს, რომ „არა რუსულ კანონს", არამედ ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე უნდა შემოწმდეს. ნუ გვაშინებენ, რომ დატოვებენ თავიანთ სამსახურს. თუ დატოვებენ სამსახურს, ე.ი. ეშინიათ საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმების. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მოსამართლეები.

აქ მოვედი იმიტომ, რომ აქ ვიყავი შარშანაც,როდესაც იყო მარტის გამოსვლები. ჩვენ, ყველამ არ მივეცით ხელისუფლებას უფლება, რომ მიეღო რუსული კანონი და დღეს ისევ უნდათ მიღება. ამის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში. ასეთი რამ საქართველოში არ უნდა მოხდეს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე