რეზონანსი
(04.04.2024)

სიმართლე არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში „ენჯეო" სექტორის საქმიანობა არის სრულიად გაუმჭვირვალე. ტყუილია, რომ „ენჯეო" სექტორის საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, იმიტომ რომ ისინი აბარებენ მაგალითად დეკლარაციას, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, კანონი მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს შეეხება, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოეთიდან.

„ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის სრულიად გამჭვირვალეა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების საქმიანობა, იმიტომ რომ დეკლარაციები აისახება საჯაროდ. ტყუილია ის, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ ეხება ყველას. ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ „ენჯეო" სექტორსა და მედიასაშუალებებს, ვისი დაფინანსებაც 20%-ით და მეტით არის უცხოეთიდან", - აცხადებს მათიკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე