რეზონანსი
(27.03.2024)

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავ ჩემს კარგ მეგობარსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს თავისი ქვეყნის უეფას ევრო 2024-ზე გასვლას. საქართველო ფეხბურთის მოყვარული ქვეყანაა, რომელიც ეჭვგარეშეა, დიდ სიამოვნებას მიიღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გამოჩენით", - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე