რეზონანსი
(27.03.2024)

პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ქარ­თვე­ლებ­მა ევრო 2024-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში სა­ბერ­ძნე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს სძლი­ეს.

ჩვენ­ში მომ­ხდა­რი დიდ დღე­სას­წა­უ­ლად იქცა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს ქარ­თვე­ლე­ბის მწვრთნე­ლის ვილი სა­ნი­ო­ლის გვერ­დით მყო­ფი მა­მა­კა­ცი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს რო­გორ ლო­ცუ­ლობს. რო­გორ ირ­კვე­ვა, ის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ტუ­ნი­სე­ლი თა­ნა­შემ­წე ადელ ჩედ­ლია.

„გუ­შინ­დე­ლი დღი­დან ბევ­რი კად­რი დაგ­ვრჩე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში კი­დევ დიდ­ხანს. ეს ერთ-ერ­თია: სა­ნი­ო­ლის თა­ნა­შემ­წე, ტუ­ნი­სე­ლი ადელ ჩედ­ლი, პე­ნალ­ტე­ბის დროს ლო­ცუ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე.

რა არის ცნო­ბი­ლი ადელ ჩედ­ლი­ზე?

ადელ ჩედ­ლი 1976 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და, ტუ­ნი­სელ ფეხ­ბურ­თელს ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა, თა­მა­შობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. 2021 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ქა­რათ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან.

მისი დე­ბი­უ­ტი ზრდას­რულ­თა მა­ი­სურ­ში შედ­გა 1994 წელს, თა­მა­შობ­და საფ­რან­გე­თის, კერ­ძოდ, „სენტ-ეტი­ე­ნის" რი­გებ­ში, სა­დაც გა­ა­ტა­რა სამი სე­ზო­ნი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 33 მატჩში.

მის­მა თა­მაშ­მა ამ გუნდში მი­ი­პყრო კლუბ „სო­შოს" სამ­წვრთნე­ლო შტა­ბის ყუ­რა­დღე­ბა, შე­დე­გად ამ გუნდს 1997 წელს შე­უ­ერ­თდა. ამ გუნ­დის მა­ი­სუ­რით ითა­მა­შა შვი­დი სე­ზო­ნი. იყო გუნ­დის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე.

შემ­დგომ­ში, 2004 წლი­დან 2012 წლამ­დე თა­მა­შობ­და შემ­დეგ გუნ­დებ­ში: „ის­ტრში", „ნი­ურნ­ბერ­გში", „სი­ონ­ში", „ალ-შა­აბ­სა" და ეტუ­ილ დუ სა­ჰელ­ში.

ის კლუბ „რა­ჯას" 2012 წელს შე­უ­ერ­თდა. კა­საბ­ლან­კას კლუბ­ში ერთი სე­ზო­ნის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას, ტუ­ნი­სის ნაკ­რებ­ში მისი დე­ბი­უ­ტი 2003 წელს შედ­გა. მან ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ნაკ­რე­ბის ფორ­მა­ში 56 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 3 გოლი გა­ი­ტა­ნა.

2004 წელს, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა „აფ­რი­კის ერთა თას­ზე", სა­დაც გუნ­დმა მო­ი­გო ოქ­როს მედ­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე