რეზონანსი
(27.03.2024)

დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და, შესაბამისად განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას - ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და, რაც მთავარია ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გუშინდელმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

„გუშინ ნამდვილად დაიწერა ისტორია, თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანია. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას", - განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციას და ვეტერან ფეხბურთელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე