რეზონანსი
(20.03.2024)

„ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ჩაგდების მიზეზი ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარია.

„ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, თუ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება კონკრეტულად რამდენიმე უკრაინელ დეპუტატს, ჩემთვის გაუგებარია მათი მხარდაჭერა რატომ არ უნდა ჰქონოდა ამ რეზოლუციას", - აღნიშნა დაუშვილმა.

ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე