რეზონანსი
(19.03.2024)

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის 48 ნომერში სამსართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ნგრევის მომენტში ადგილზე გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის 3 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებსაც შენობაში საკანალიზაციო მილები უნდა მოეწყოთ.

მოსახლეობა ამბობს, რომ "სამი ადამიანი შემთხვევით გადარჩა". მათ ამ დრომდე არ იციან, უსაფრთხოა თუ არა სახლებში დაბრუნება და გაუძლებს თუ არა კონსტრუქცია საყრდენი კედლის დაზიანების შემდეგ. ნგრევის შედეგად 30-მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება. სავარაუდოდ, მათ დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები, პოლიციელები, გამგეობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ადგილობრივების განცხადებით, სახლს ჰქონდა პრობლემა, რომლის შესახებაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათგან სათანადო რეაგირება არ მიუღიათ. საქმე ისაა, რომ სახლის საძირკველი სველდებოდა მუდმივად და ამიტომ  სახლს ბზარებიც უჩნდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე