რეზონანსი
(19.03.2024)

ველოდებით საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შემდგომ დაწინაურებას. ვიცით, რომ პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიშიანის კარინშიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ველოდებით საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შემდგომ დაწინაურებას. ვიცით, რომ პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. დღეს მსოფლიოში სურათი შავ-თეთრი ხდება. ევროპაში ერთ მხარესაა რუსეთი და მეორე მხარეს ევროკავშირი და ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ გვინდა ღირებულებების კავშირი გაიზარდოს და ამიტომ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას. მხარს ვუჭერთ 2030 წლის გაფართოებას, რადგან ეს კარგი მიზანია, მაგრამ ქვეყნების ინდივიდუალურ პროცესზე იქნება სისწრაფე გაწევრიანების გზაზე დამოკიდებული“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე