რეზონანსი
(19.03.2024)

"ოცნების" წევრების განცხადებები, თითქოს ეს პროცესი მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნას ითვალისწინებს, ტყუილია" - ამის შესახებ "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით წერს. 

ნიკა გვარამიას თქმით, სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. 

ტყუის ქართული ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ. სინამდვილეში, ეს პროცედურა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაა მიუკერძოებელი კომისიის მიერ და გულისხმობს არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების გათავისუფლებას. კლანი უნდა წავიდეს და მართლმსაჯულება გათავისუფლდეს კორუმპირებული და მთავრობის დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეებისგან. ახლების დანიშვნა უკვე შიდა პროცედურებით მოხდება, რასაც დღეს აზრი აქვს დაკარგული, რადგან ნახსენები კლანი ნიშნავს მათთვის სასურველ და მორჩილ ახალ მოსამართლეებს." - წერს ნიკა გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე