რეზონანსი
(19.03.2024)

დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა პრეზიდენტის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის შენარჩუნების მოთხოვნას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი ზურაბიშვილის ვეტოს „რადიკალური ოპოზიციის ვეტოს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე