რეზონანსი
(18.03.2024)

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ დონბასში უკრაინის არმიას საბრძოლო მასალა ეწურება და ამის გამო ისინი იძულებულნი არიან უკან დაიხიონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"მათ დონბასში საბრძოლო მასალა ეწურებათ და ახლა უკან იხევენ თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებზე. ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას დასავლეთის მიმართულებით. მათ [უკრაინელებს] მხარდაჭერა სჭირდებათ", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე