რეზონანსი
(18.03.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"[აშშ-ის] პრეზიდენტი ბაიდენი ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელსა და ღაზაში [განვითარებულ] უახლეს მოვლენებზე, მათ შორის რაფაჰში ვითარებაზე და ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ძალისხმევაზე", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა მისი მთავრობის მზაობა, მიაღწიოს ომის მიზნებს, რაც მოიცავს "ჰამასის" განადგურებას, ყველა მძევლის გათავისუფლებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე