რეზონანსი
(05.03.2024)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი „ქრონიკასთან" გამოცემა Politico-ში სამი ევროპარლამენტარისა და „გავლენის აგენტის" შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

„ქალბატონი კრამონი ჩვენ გვახსოვს საქართველოში ბევრ ფორუმზე, სადაც გამოდიოდა და საქართველოს მთავრობას პირდაპირ გვამუნათებდა, რომ რუსეთთან არავითარი ურთიერთობა საჭირო არ არისო. კრამონი ერთი ხელით აქ შეხვედრებს მართავს, ანტირუსული მოწოდებებით გამოდის, შემდეგ ბრუნდება თავის სამუშაო ოთახში, ხვდება ამხანაგ ანტიჩს და რაზე საუბრობენ კალინინებთან, ანტიჩებთან ევროდეპუტატები, ეს მოიკითხოს ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, მოიკითხოს სხვა ევროპარლამენტარებმა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე