რეზონანსი
(05.03.2024)

ახალგაზრდებში ბოლო დროს ძალიან ბევრი მომხრე გაუჩნდა ლგბტ პროპაგანდას იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდები დახარბდნენ უცბად შემოტანილ სიტყვას - თავისუფლება, რომელსაც განუმარტავდნენ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, როგორც რაც გინდა აკეთე, - ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ „ქრონიკას" განუცხადა.

მსახიობი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას ემხრობა და მიაჩნია, რომ პროპაგანდის საპირისპიროდ სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.

„ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმ სააზროვნო და სამოქმედო სივრცეში დასაბრუნებლად, რომლის შესანარჩუნებლად და რომლის ჩვენამდე მოსატანად თავს იხოცავდნენ ჩვენი წინაპრები", - აღნიშნა მსახიობმა.

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე