რეზონანსი
(05.03.2024)

ადამიანები უნდა ვცდილობდეთ იმას, რომ ცუდი კი არ გავავრცელოთ, პირიქით, ეს ცუდი ჩავახშოთ. პროპაგანდისტული სვლები და ამის ტირაჟირება ფართო მასებისთვის აბსოლუტურად არასწორია, - ამის შესახებ მსახიობმა ლევან ხურციამ ლგბტ პროპაგანდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„სწორედ ამ თავისუფლებაში არ უნდა იყოს ცალმხრივი მხარე, არამედ ეს თავისუფლება ორმხრივი უნდა იყოს, რადგან რატომ ვარ მე ცუდი, თუ შენს აზრს არ ვიზიარებ?", - აღნიშნა ხურციამ.

„ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე