რეზონანსი
(05.03.2024)

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იქნას პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

„წელს დეკემბერში დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე მოკლე ვადაა, რადგან ზაფხულში ჩვენ ვირჩევთ ახალ ევროპარლამენტს, ახალ ევროკომისიას, საქართველოც ატარებს თავის არჩევნებს. ჩემი რეკომენდაციაა, მიღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე", - აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, ელჩი ასე პასუხობს:

„არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დეტალებზე. ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციებს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს მოწოდება, რომ მათ სერიოზულად მიუდგნენ, იმუშაონ კომისიის შესაქმნელად, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ნდობა, რომ ის არჩევნების სამართლიანობას დაიცავს. ეს აშკარად არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე