რეზონანსი
(05.03.2024)

უკრაინამ შავ ზღვაში რუსულ ხომალდზე მიტანილი იერიშის ამსახველი კადრები გაავრცელა. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, საზღვაო დრონებით ზიანი მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვს".

უკრაინულ სატელევიზიო მაუწყებელთან ინტერვიუში, უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ იერიშს რუსულ გემზე მსხვერპლიც მოჰყვა. თავდასხმის თაობაზე ოფიციალურ მოსკოვს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე