რეზონანსი
(05.03.2024)

პრეზიდენტს ვეტოში მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოედგინა, თუმცა არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა მისი შენიშვნები, უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება.

„კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები. მანდ თავისი ვეტო წარმოადგინა, თუმცა ამას მოტივირებულ შენიშვნებს ნამდვილად ვერ უწოდებ, იმიტომ რომ არანაირი არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ უნდა გაითვალისწინოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები, მის ვეტოში ჩვენ უბრალოდ ვერ ამოვიკითხეთ. ჩვენ, ბუნებრივია, დავძლევთ ვეტოს. ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ეს კანონმდებლობა უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ არჩევნები, რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა, სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარდეს," - განაცხადა კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე