რეზონანსი
(05.03.2024)

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, დილით დრონებით თავდასხმა იყო ნავთობის საცავზე, რამაც ხანძარი გამოიწვია. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ გუბკინსკის რაიონში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მისი თქმით, ეს უკრაინული დრონის ჩამოგდებამ გამოიწვია.

ნავთობის საცავში ცეცხლი სამ ავზს გაუჩნდა. რუსული სამთავრობო მედია "რია" საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია ერთი ავზი.

გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" დაზვერვის წყარო უდასტურებს, რომ ნავთობის საცავზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია იყო. წყარო ამბობს, რომ ნავთობის საწყობი გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე