რეზონანსი
(05.03.2024)

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს  წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. 

„არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეკიპაჟის ნაწილის ევაკუაცია მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ათზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა მტერმა უახლოეს ნაპირზე. ანუ ევაკუაციის ოპერაცია მაინც ჩატარდა“, - განაცხადა მან.

გემზე თავდასხმის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვამ დღეს გაავრცელა ცნობა, რომ  5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ, დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, გაანადგურეს რუსული საპატრულო გემი "სერგეი კოტოვი". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე