რეზონანსი
(05.03.2024)

„ქართული ოცნება" კოკა კაციტაძის უწყების გაუქმებას აანონსებს. სპეციალური სგაამოძიებო სამსახურის საჭიროებას,  რომელიც ხელისუფლებამ ინპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ფრომალურად შექმნა, მმართვლი პარტია ვეღარ ხედავს. უკვე დანონსებულია, რომ ისედაც უფუნქციო უწყება პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა.

"ოცნება" ამტკიცებს, რომ ქვეყანა სამსახურებად არ უნდა გადაიქცეს. ალუდა ღუდუშაურის თქმით, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციური ორგანო - პროკურატურა, რომლის ფუნქციაც სწორედ საქმეების გამოძიბაა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არსებობს აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

ჩვენ ვთქვით, რომ ზოგადად, ქვეყანა არ უნდა გადაიქცეს სამსახურებად. როდესაც აგქვს კონსტიტუციური ორგანო და პროკურატურა არის კონსტიტუციური ორგანო, ასეთ შემთხვევაში, სეპციალურ საგამოძიებო სამსახურს კონსტიტუცია არ იცნობს. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც სწორედაც იყო ნაკარნახევი იმით, რომ ჩვენ ძირითადი ღერძი უნდა ავიღოთ კონსტიტუცია. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონსტიტუციის ორგანოს ჰქონდეს უფრო მეტი დატვირთა და ფუნქცია, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის პირობები ირღვევა, რადგან ქვყენაში ფორმალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აღარ იარსებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე