რეზონანსი
(05.03.2024)

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კვირის ბოლომდე ყველა თანამდებობაზე შესაბამისი პირები დაინიშნებიან. მან არ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ, სხვა მინისტრების შეცვლაც იგეგმება.

"რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ეს ეხება კონკრეტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, [ლერი ბარნაბიშვილი] ინიშნება მაღალ თანამდებობაზე სამინისტროში, შესაბამისი მინისტრი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. რაც შეეხება ახალ მინისტრებს, ამასთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე იქნება გაკეთებული ჩემ მიერ განცხადება, ყველა ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, დღემდე არც პირდაპირ და არც ირიბად არცერთი ადამიანისთვის მინისტრობა არ შეუთავაზებია.

ცნობისთვის, 1-ელ მარტს, კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ზურაბ აზარაშვილი გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს რევაზ ჯაველიძეც. მის მოვალეობას ილია შამუგია შეასრულებს. პრემიერის ბრძანებით, გათავისუფლდა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლევან სუხიტაშვილიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე