რეზონანსი
(05.03.2024)

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახლა გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს.

„ლგბტ პროპაგანდა არ უნდა იყოს საქართველოში. საქართველოში არ უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა ესპანეთში - გეი პარადი, არ უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა სახელმწიფო მდივნის ბრძანებით, რომ „დედა“, „მამა“, „ქალიშვილი“, „ვაჟიშვილი“ აიკრძალოს. არ უნდა მოხდეს ის, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურმა თქვა - რომ ტრანსგენდერის რძე იგივეა, რაც დედის რძე. ეს არის ჩვენი პრინციპი. ფორმა როგორი იქნება კანონპროექტის, ოპოზიციას ვთავაზობთ, რომ კი ბატონო, დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. როგორც ჩანს, მე რასაც ვუყურებ, ოპოზიცია არ არის თანახმა, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალოს“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე