რეზონანსი
(05.03.2024)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოს მიერ, სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, სუროგატი დედის მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ გამოქვეყნებული.

„პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები,“- წერია დადგენილებაში.

დადგენილება ძალაში 1-ელი მარტიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე