რეზონანსი
(04.03.2024)

ხაზარაძე არის ის შემთხვევა, რომელიც რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის, ვინაიდან გვახსოვს ცოტა ხნის წინ სტუდენტების სტაჟირებაზე საუბრობდა იმას, რაც უკვე განხორციელებული იყო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ახლა პენსიების მატებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც კანონით ინდექსაციაა უზრუნველყოფილი და კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ ყოველ წელს პენსიები და ყოველწლიური პაკეტები იზრდებოდეს და ეს ასეც ხდება", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ლელოს" ლიდერი ხელისუფლების მიერ პენსიის დაპირებულ ზრდას მოითხოვს. მმართველ გუნდში ხაზარაძის ამ განცხადებას პოპულიზმს უწოდებენ და ახსენებენ, რომ პენსია ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე