რეზონანსი
(04.03.2024)

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში, „ჰეზბოლას„ პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანა. „ცაჰალის~ განმარტებით, ქალაქ აშ-შაბში სარაკეტო სამიზნე ის შენობა გახდა, რომელსაც დაჯგუფების წევრები თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

შეტევის დროს განადგურდა ჰეზბოლას სხვა ინფრასტრუქტურაც. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, შეტევა, დღეს დილის საათებში, ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე საპასუხო ზომა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე