რეზონანსი
(04.03.2024)

სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა და ახლა „ფორმულა“ იხდის, რომ „გააშავონ“ საქართველო იმისთვის, რომ კანონიერად ციხეში მყოფი სააკაშვილი გაათავისუფლონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

„რასაც ჩვენ აქ ვიღებდით [კანონს] საქართველოში, გვითხრეს, რომ რუსულია. ეს „ფარას“ ე.წ. რუსული კანონი კარგად მუშაობს თურმე ამერიკაში. ახლაც ვნახეთ ჩვენ, რომ „ფორმულას“ ჰყავს დაქირავებული ლობისტები, იხდიან ნახევარ მილიონს. სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა და ახლა „ფორმულა“ იხდის, რომ „გააშავონ“ საქართველო იმისთვის, რომ კანონიერად ციხეში მყოფი სააკაშვილი გაათავისუფლონ, სახელმწიფო ინსტიტუტებს დაარტყან. უბედურება ის არის, რომ ამასაც ვერ ახერხებენ და ამ ლობისტურ კომპანიებში ტყუილად ხარჯავენ ფულს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასულ 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე